გლდანში, ხერგიანისა და მაისურაძის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, საგზაო სამუშაოები ხერგიანის ქუჩაზე და მაისურაძის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, სამუშაოების შედეგად, ხერგიანის ქუჩაზე დაახლოებით, 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 195 665 ლარია გათვალისწინებული.

მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე კი საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 4 422 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, იგება ორი ფენა ასფალტის საფარი, ეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოებისთვის 281 591 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა