სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბოლო 6 დღეში, კორონავირუსის გამო, სასტუმროებს ჯავშნების 90%-მდე გაუუქმდათ

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში, კორონავირუსის გამო, სასტუმროებს ჯავშნების 90%-მდე გაუუქმდათ.

როგორც ალავერდაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, კორონავირუსის გამო ყველაზე დიდი პრობლემა სასტუმროებს შეექმნათ, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა კი თბილისშია.

„ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენ მივიღეთ. ბოლო 6 დღის განმავლობაში მარტი - აპრილის თვეების ჯავშნების 80-90% გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ ინდუსტრია თითქმის გაბანკროტების ზღვარზეა. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და არავისი ბრალი არაა, უბრალოდ ახლა სიტუაციიდან გამოსავალი უნდა მოვიფიქროთ, რომ მინიმუმ თანამშრომლების გათავისუფლება არ დაგვჭირდეს“, - აღნიშნავს ალავერდაშვილი.

მისივე თქმით, გარდა თანამშრომლების შესაძლო შემცირების საკითხისა, პრობლემაა ბანკებთან ურთიერთობა და შექმნილი ვითარების ფონზე სესხების დაფარვა, ასევე ქონების გადასახადის გადახდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო