მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობას პრეზიდენტთან შეკითხვები არ ექნება

ოპოზიციას შეუძლია, შარშანდელისგან მაგალითი აიღოს და თქვას, რომ შარშან შეეშალათ და წელს დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოხსენების შემდეგ პრეზიდენტს შეკითხვებით არ მიმართავენ.

„შეკითხვები რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, მოხსენება იქნება მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე. იქმება პრეზიდენტის მოხსენება და ამის შემდეგ ჩვენი გამოსვლები. მოვუსმენთ ყურადღებით და ამის შემდეგ რა თქმა უნდა, შევაფასებთ მის გამოსვლას.

ოპოზიცია არ ესწრება ისევე, როგორც შარშან. ისინი შარშანაც ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანს არაფერს იტყვის პრეზიდენტი. პრეზიდენტმა შარშანაც გააკეთა ძალიან კარგი გზავნილები, მათ შორის ჩვენს საგარეო, დასავლურ კურსთან დაკავშირებით. ოპოზიციას შეუძლია შარშანდელისგან მაგალითი აიღოს და თქვას, რომ შარშან შეეშალათ და წელს დაესწრებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც წელს დაესწრებიან, იმიტომ, რომ ეს ნარატივი აქვთ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით ხვალ, 4 მარტს მიმართავს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა