გიორგი გახარია - ფაშინიანთან შეხვედრაზე დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ დონეზე გადაყვანას

შევთანხმდით, რომ მიუხედავად ჩვენ ორ ქვეყანას შორის საგარეო ორიენტაციებისა, შეუძლებელია იყოს რაიმე გაუგებრობა ან გაურკვევლობა და ჩვენ მეგობრულ, კეთილმეზობლურ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მან სომხეთის პრემიერ - მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ თბილისში, საქართველოში. მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობა ათასწლოვან ისტორიას მოითვლის და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური იყოს. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ვიზიტის გამო, რომელიც ერევანში შედგა. ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებზე უკვე ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ დღევანდელი ვიზიტიც იქნება კიდევ უფრო ეფექტური იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნების მოქალაქეები უფრო განვითარებულები იყვნენ, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, შევეხეთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს, უსაფრთხოებას, ეკონომიკას, კულტურას, განათლებას და დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხარისხობრივ ახალ დონეზე გადაყვანას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საკითხს, რომ ჩვენს რეგიონშში დემოკრატიზაციის პროცესი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკის, ასევე განათლების და კულტურის სფეროებში განვითარებისთვის,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერი ამბობს, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არის მათი სურვილი და ქვეყანა ამ მიმართულებით ურყევ გზას ადგას.

„შესაბამისად, ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მიუხედავად საგარეო ორიენტაციებისა, შეუძლებელია იყოს რაიმე გაუგებრობა ან გაურკვევლობა და ჩვენ მეგობრულ, კეთილმეზობლურ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას. თუმცა, აქვე ხაზი გავუსვით, დემოკრატიის ხარისხი ორ ქვეყანას შორის ხელს უწყობს თანამშრომლობის ეფექტურობას ყველა სხვადასხვა სფეროში, ეკონომიკაში, კულტურაში, განათლებასა და სხვა სფეროებში. ჩვენ მივესალმეთ და მივესალმებით სომხეთის აქტიურ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშნელოვანია და მიგვაჩნია, რომ ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩვენმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ ეფექტურად. ბატონო პრემიერ - მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმ ვიზიტისთვის, რომელიც ქართულმა მხარემ ერევანში განახორიციელა და კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. იმედი მაქვს ამ ორ დღეს ეფექტურად გავატარებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის,“ - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა