ირანის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი ირანში მიიწვია

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შესთავაზა ასტანის ფორმატის სამიტი სირიის საკითხთან დაკავშირებით ირანში გაიმართოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, კაზემ ჯალალიმ განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტებს, როუჰანსა და პუტინს შორის. სატელეფონო საუბრის ფარგლებში, პრეზიდენტმა როუჰანიმ მოიწვია პრეზიდენტი პუტინი ირანში, რომ შემდეგი სამიტი ასტანას ფორმატის ფარგლებში უახლოეს ხანებში ირანში გაიმართოს”, - აღნიშნა ელჩმა.

მედიის ინფორმაციით, ელჩმა ასევე ხაზი გაესვა რუსეთისა და ირანის თანამშრომლობის განსაკუთრებულ როლს ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

„არაერთი კოალიცია შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ერთადერთი კოალიცია, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირანისა და რუსეთის კოალიცია“, - განაცხადა ჯალალიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო