ირაკლი ჩიქოვანი ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტზე - ორ ქვეყანას შორის ამგვარი თანამშრომლობით, ასეთი ინტენსიური დინამიკით ჩვენ კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის საპასუხო ვიზიტი იმ ვიზიტისა, რომელიც განახორციელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ერევანში, რამდენიმე თვის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის კვლავაც გააგრძელებს განვითარებას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი. რა თქმა უნდა, ამ დღის წესრიგის ნაწილია ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან, ის საერთო პროექტები, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ და, რა თქმა უნდა, გვაქვს კონკრეტული გეგმები. სომხეთის პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაც კი ცხადჰყოფს, თუ რაოდენ ფართოა სპექტრი იმ საკითხებისა, რომელზეც ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შედგა იყო ძალიან ნაყოფიერი, კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული და თითოეულ თემატიკასთან მიმართებაში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ან შესაბამისი დავალებები გაიცა.

„ორ ქვეყანას შორის ამგვარი თანამშრომლობით, ასეთი ინტენსიური დინამიკით ჩვენ კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია, რამაც უფრო მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობა უნდა მოიტანოს,“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა