მამუკა მდინარაძე - რომელიც უნდათ ამოირჩიოს ოპოზიციამ 100/50-ზე, 110/40-ზე - კი ბატონო, მათ ექნებათ, დაწერილი ვერსიაც და დავაკვირდებით მათ პოზიციას

რომელიც უნდა ამოირჩიოს ოპოზიციამ - 100/50- ზე, 110/40- ზე, ბარიერთან დაკავშირებითაც, რამდენიც უნდათ, შეთანხმდნენ და ის ჩაიწერება შესაბამის ნორმაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მათთვის 130/20- ზე პროპორციული გადანაწილება იქნება მისაღები. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 40 მაჟორიტარული ოლქი, ყველაზე ოპტიმალური რაოდენობაა.

"როგორ წარმოუდგენია ვინმეს, 20 საარჩევნო ოლქად დაიყოს საქართველო, 4-5 რაიონი როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში გაერთიანდეს ერთ მაჟორიტარულ ოლქში? ვინმემ მომიყვეს ეს და მერე შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ ცოტა სერიოზულად მაინც. 130/20-ზე, 125/25- ზე - რა იდეებიც მათ გუშინ გაახმოვანეს, ყველა ერთად ხომ იმ პრინციპის დაზღვევას ემსახურება, რასაც 40 პროცენტიანი პრინციპი ჰქვია. ჩვენ თუ ვთავაზობთ ისეთ ფორმულას და მექანიზმს, რომელშიც გარანტირებულად გამორიცხულია ასეთი რამ, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს მათთვის, 20 იქნება მაჟორიტარი, 35 თუ 40? 40 არის უბრალოდ ოპტიმალური რაოდენობა. რომელიც უნდათ ამოირჩიონ 100/50- ზე, 110/40- ზე, მაგრამ 40- ს ქვევით გეოგრაფიულადაც კი შეუძლებელია დაყოფა და არასერიოზულობას იძენს ეს საუბარი, თორემ პრობლემა ჩვენ ამ მიმართულებით არ გვაქვს, ბარიერთან დაკავშირებითაც- პირდაპირ მივმართავ - რამდენიც უნდათ, 1,2,3 პროცენტი, თვითონ გადაწყვიტონ, შეთანხმდნენ 34-ვე პარტია თუ ადამიანი, თქვან რამდენი უნდათ და ის ჩაიწერება შესაბამის ნორმაში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის ასევე საჭიროების შემთხვევაში თავიანთი დაწერილი ფორმულა წარუდგინოს ოპოზიციას.

"თუ საკითხი იმაზე მიდგა, რომ დაწერილი მაჩვენეთ ეს პრინციპები, რათა ვნახოთ, ხომ არ არის იქ რაიმე ხარვეზი, რაც რისკს შეიცავს - კი ბატონო, მათ რამდენიმე დღეში გარანტირებული დამზღვევი მექანიზმებით, ჩამკეტებით ექნებათ დაწერილი ვერსიაც და მერე უფრო დიდი ინტერესით დავაკვირდებით მათ პოზიციას,"- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა