გიგა ბოკერია - არ ვიცი ამჯერად სალომე ზურაბიშვილის მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა ქვეყნისთვის - ამას ვიხილავთ, უბრალოდ დარბაზში არ ვიქნებით

არ ვიცი ამჯერად სალომე ზურაბიშვილის მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა ქვეყნისთვის, ჩვენ ყველანი ამას ვიხილავთ, უბრალოდ არ ვიქნებით დარბაზში, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყოველდღე პრობლემებს უქმნის საქართველოს თავისი ნაბიჯებითა და გამონათქვამებით.

„ეს სამარცხვინო ფიგურა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც ძალადობით და მოსყიდვით თავს დაასვა ივანიშვილმა ქვეყანას, ყოველდღე პრობლემებს უქმნის საქართველოს თავისი ნაბიჯებით, გამონათქვამებით. არ ვიცი ამჯერად მისი მოხსნება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა, ჩვენ ყველანი ამას ვიხილავთ, უბრალოდ არ ვიქნებით დარბაზში. ზოგადად ყველა ამ პრობლემის გადაჭრის ძირი არის ივანიშვილში და ის უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, ეს პრეზიდენტი ისევ არჩეული გვეყოლება და იქნება ზიანის მომტანი, მაგრამ გაცილებით ნაკლების, როცა ივანიშვილის ზურგი აღარ ექნება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, 4 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს