თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე სკანდალია - არ გამოვრიცხავ, პროტესტიც კი არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის მიმართ

„იმდენად მონიმალურია სალომე ზურაბიშვილის როლი სახელმწიფო ცხოვრებაში, რომ არ გამოვრიცხავ, პროტესტიც კი არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის მიმართ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი „მოსიარულე სკანდალია“.

“ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არანაირ გადაწყვეტლებებს არ იღებს, არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც აზიანებს საქართველოს, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ასევე ძალიან ბევრი სკანდალური რამ უკავშირდება მას ქვეყნის ფარგლებს შიგნით, მაგალითად, როგორიცაა მკვლელების და პედოფილების შეწყალება და ა.შ. იმდენად მინიმალურია სალომე ზურაბიშვილის როლი სახელმწიფო ცხოვრებაში, რომ არ გამოვრიცხავ, პროტესტიც არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის მიმართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით ხვალ, 4 მარტს მიმართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა