გიორგი ვაშაძის განცხადებით, თეა წულუკიანმა 80 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა და სურს მათ ადგილას პარტაქტივი და ნათესავები დაასაქმოს

პარტია „ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ადგილებზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სურს საკუთარი პარტაქტივის წარმომადგენლები და ნათესავები დაასაქმოს, „რათა შემდეგ არჩევნებისთვის მათი გამოყენება შეძლონ“. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, თანამშრომლები, რომელიც იუსტიციის მინისტრმა დაითხოვა, თავისი საქმის პროფესიონალები არიან და მათი განთავისუფლება საგანგაშო გადაწყვეტილებაა.

„იუსტიციის მინისტრმა, თეა წუკუკიანმა იუსტიციიის სახლიდან და სამოქალაქო რეესტრის სისტემიდან, სამსახურიდან დაითხოვა 80-მდე ადამიანი და კიდევ 50 ადამიანი დააქვეითა. ეს არის ძალიან საგანგაშო გადაწყვეტილება, რაც მან მიიღო. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა ვინ არიან ის ადამიანები ვინც მან დაითხოვა ან დააქვეითა სამსახურში. ესენი არიან ადამიანები, რომელთა უმრავლესობამაც ჩაიბარა გაუბედურებული საპასპორტო სისტემა და მიიყვანა ის მოქალაქეზე ორიენტირებულ სისტემამდე. ერთი საათი არ ეძინა ამ ადამიანებს, რომ მოქალაქეებს გამართული სერვისი და მომსახურება მიეღო და დღეს ეს ადამიანები გაყარეს ქუჩაში ისე, თითქოს არც არაფერი გაუკეთებიათ.

ქვეყანა, რომელიც პროფესიონალებს არ აფასებს, ვერასდროს მიაღწევს წარმატებას. ამ ადამიანებმა გაატარეს ბიომეტრული პასპორტების რეფორმები, ID ბარათების რეფორმები, ამ ადამიანებმა გამოცვალეს საბჭოთა პასპორტები, რომელიც 2005 წელს 60%-ზე მეტ მოსახლეობას ქონდა. ამ ადამიანებმა დაგვავიწყეს „მკვდარი სულები", რომელიც საარჩევნო სიაში იყო. ამ ადამიანების ცოდნაში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო სახელმწიფოს მხრიდან და დღეს ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით გაუშვა ეს ხალხი სამსახურიდან. ეს არის უსამართლო და ოქტომბერში აუცილებლად დაუბრუნდებიან საკუთარ საჯარო სამსახურს, რადგან მათ გარეშე ჩვენ ამ ქვეყანას ვერ ავაშენებთ.

მივმართავ წულუკიანს, თქვენ გინდათ, რომ თქვენი პარტაქტივი დაასაქმოთ ამ ადგილებზე, თქვენ გინდათ, რომ თქვენი ნათესავ-მეგობრები დაასაქმოთ ამ ადგილებზე, რომ არჩევნებისთვის რამენაირად გამოიყენოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა