თენგიზ ცერცვაძე - ოპონენტების გასაგონად ვამბობ, 10 წლის წინ რომ დაგვეწყო მომზადება, 3 პაციენტს მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან, რადგან ისინი საზღვრის გარეთ დაინფიცირდნენ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსთან დაკავშირებით მომზადება ჯერ კიდევ 10 წლის წინ რომ დაეწყო, ინფიცირებას თავიდან ვერ აიცილებდა, რადგან სამივე პაციენტი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდათ, საზღვარგარეთ დაინფიცირდა.

„ჩინეთში შემთხვევების რაოდენობა იკლებს, მაგრამ ძალიან სახიფათოდ იმატებს დანარჩენ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში. იცით, რომ ერთ დღეში გაორმაგდა იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა. აშშ-ში, ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში, უკვე რამდენიმე ათეულია დაინფიცირებული და 6 პაციენტი მოუკვდათ. ამ ფონზე, ჩვენთან სულ 3 პაციენტია და რაც ყველაზე მთავარია, სამივე მათგანი დაინფიცირდა უცხოეთში და მოყვანილია უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ. ორი საერთოდ, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრიდან მოხსნეს ისე, რომ საქართველოში ვინმესთან კონტაქტის საშუალებაც არ ჰქონიათ. ერთი ქალბატონი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, იმ დღესვე მოვიდა, როგორც კი იგრძნო მცირე ხველა, ყელის ტკივილი. ქვეყნების უმეტესობაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემა, როდესაც დაინციფირება ხდება ქვეყანაში არსებული ინფიცირებული პირიდან. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული საფრთხე ქვეყანს ექმნება. თუმცა, ჯერჯერობით ჩვენთან ეს არ არის. ამას დიდად შეუწყო ხელი იმან, რომ სამივე ადამიანი პრაქტიკულად საზღვრიდან მოიყვანეს.

ჩვენი ოპონენტები რომ გვსაყვედურობენ, დროულად არ იყოო ზომები მიღებული, თორემ უკეთესი მდგომარეობა იქნებოდაო და რაღაც რეკომენდაციებს იძლევიან, სამწუხაროდ, ხშირად ისინი ისეთი ადამიანები არიან, ვისაც არავითარი გამოცდილება არ აქვთ ამ საქმეში და მსგავსი ეპიდემიიის დროს ასეთი პაციენტები თვალითაც არ უნახავთ. მათ გასაგონად მინდა ვთვა, 10 წლის წინ რომ დაგვეწყო მომზადება, 10-ჯერ მეტი ინტენსივობით, 3 პაციენტს მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან, რადგან ისინი საზღვრის გარეთ დაინფიცირდნენ და რაც არ უნდა მზად იყო, თუ ვინმე ირანში დაინფიცირდება ან იტალიაში, ის შენი მოქალაქეა“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ჩინეთის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთთან ქართველი სპეციალისტების პირდაპირი ტელეხიდი შედგა, რომლის დროსაც ორმა პროფესორმა საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს