რომან გოცირიძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაზე - ველოდებით „ვანოს შოუსთვის“ მასალას

ველოდებით „ვანოს შოუსთვის“ მასალას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 4 აპრილს პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა.

როგორც რომან გოცირიძე ამბობს, პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში შეიძლება ისეთი განცხადებებიც გააკეთოს, რომელიც ქვეყანას დააზიანებს.

მისივე თქმით, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

„არ ვაპირებთ ბოიკოტის მდგომარეობიდან გამოსვლას პრეზიდენტის მოხსენების გამო, იგნორორება არის ყველაზე კარგი შეფასება მისი ამ ერთწლიანი უკიდურესად წარუმატებელი საქმიანობის. ამავე დროს გაორებული გრძნობით შევხედავთ მის გამოსვლას, ერთია ის მუდმივი საფრთხეები, რომელიც მის გამოსვლას მოსდევს ხოლმე, მეორე, უფრო მსუბუქი, რომელიც ყოველთვის სხვადასხვა შოუებში აისახება ხოლმე მისი გამონათქვამების სახით. ერთი მხრივ, ველოდებით „ვანოს შოუსთვის“ მასალას და მეორე მხრივ, ველოდებით შიშით, ვაითუ ისეთი განცხადება შეიძლება გააკეთოს, რომელმაც რაიმე ზიანი შეიძლება მიაყენოს ქვეყანას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა