ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ერთი კვირაა დარჩენილი, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო პროცესი დაიწყოს

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ერთი კვირაა დარჩენილი იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო პროცესი დაიწყოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი კვირა, აბსოლუტურად, საკმარისია შეთანხმებისთვის და ეს პირველ რიგში, ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის მიდგომა, რომელიც მინიმუმ 125 მანდატის პროპორციული სისტემით და 25 მანდატის მაჟორიტარული მანდატით დაყოფას გულისხმობს, იძლევა იმის გარანტიას, რომ პარლამენტში მიიღონ მოსახლეობის განწყობილების ადეკვატურ ასახვა.

„იმ შემთხვევაში, თუ იქნება 110/40 , რასაც ხელისუფლება ამბობს, აქ კიდევ დამატებითი ბარიერები უნდა იქნას შემოღებული. ჩნდება მანიპულაციის, მაქინაციის დამატებითი ხვრელები. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს ობიექტური მიზეზების გამო. ეს ნდობა ნულის ტოლია, იმიტომ, რომ არც ერთი დაპირება მათ მიერ არ განხორციელდა. ამიტომ არის რომ, როდესაც ისინი გვთავაზობენ ამგვარ დაყოფას - 110/40-ს საკმაოდ დიდი რისკი რჩება იმის, რომ მანიპულაციის საშუალებით მოხდეს მაჟორიტარული მანდატების დამატება და ასე, ამა თუ იმ პარტიის მხრიდან, 51 %-ის მიღწევა. ამ შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს გულისხმობენ, რომ როგორმე მოახერხონ ხელისუფლების შენარჩუნება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ სამართლიანი საარჩევნო სისტემის მისაღებად, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას.

„ცხადია, ხელისუფლებას არ უნდა ამის აღიარება, თუმცა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში განსხვავებული აზრის მატარებელებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს. ამავდროულად, დაპატიმრებულები არიან ადამიანები, რომელთა დაპატიმრების მიზეზში პოლიტიკური მოტივიაცია იკვეთება. აქედან გამომდინარე, გამოსავალი იქნება, თუკი ხელისუფლება მზად აღმოჩნნდება იმისათვის, რასაც ადრე აცხადებდა, რომ მზად არის მოიწვიოს ფაქტების დამდგენი ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის თითოეულ ამ საქმეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს