რომან გოცირიძე - უაზრო 40%-იანი ჩამკეტი არავინ იცის რა არის, მეც არ ვიცი და რომ მოვინდომო ვერ აგიხსნით, მორიგი ჩხირკედელაობაა

უაზრო 40%-იანი ჩამკეტი არის მორიგი ჩხირკედელაობა. პირდაპირ უნდა ითქვას, რას გვთავაზობენ და შემდეგ ჩვენ ვიტყვით, არის თუ არა ეს ის კომპრომისი, რომელზეც შეიძლება ოპოზიცია წავიდეს,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ოპოზიციას განგებ სთავაზობს მიუღებელ წინადადებებს, რათა ცვლილებებისთვის დარჩენილი კონსტიტუციური ვადები ამოიწუროს.

“ხელისუფლება რომ თვალთმაქცობს, ეს ძალიან კარგად ჩანს. ამას ხედავენ ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დღეს ამერიკელი კონგრესმენისგან გაკეთებული განცხადებაც ამის დამადასტურებელია. ამის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სანქციებზე. ქვეყანა მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ და მას არ უნდა ჩაატაროს ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. შეგნებულად გვთავაზობენ უაზრო წინადადებებს, 110/40-ზე, 100/50- ზე, ეს არის მიმართული ერთი მიზნისკენ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაწელონ დრო, რომ ამოიწუროს კონსტიტუციური ვადები და შემდეგ შეეცადონ ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალებას. ყველა ხედავს როგორც შიგნით, ისე გარეთ, რომ არ უნდათ მათ იმ ბერკეტების და მექანიზმების დათმობა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაშია. ვერავითარი მანიპულაცია "ქართული ოცნებას" ვერ გადაარჩენს. უაზრო 40 პროცენტიანი ჩამკეტი და რაღაცები არავინ იცის რა არის, მეც არ ვიცი და რომ მოვინდომო ვერ აგიხსნით, არის რაღაც მორიგი ჩხირკედელაობა. უნდა თქვან პირდაპირ რას გვთავაზობენ და არის თუ არა შემოთავაზება პროპორციულთან მიახლოებული და ჩვენ ვიტყვით შემდეგ არის თუ არა ეს ის კომპრომისი, რომელზეც შეიძლება წავიდეს ოპოზიცია,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა