ანა ნაცვლიშვილი - საქართველო გახდება ბედნიერი დედების ქვეყანა

საქართველო გახდება ბედნიერი დედების ქვეყანა - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მისი თქმით, აუცილებელია, ქვეყანაში ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.

„მინდა ძალიან მოკლედ მივმართო ყველა დედას საქართველოში, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, როგორი ქვეყანა გვინდა შევქმნათ, რა არის „ლელოს“ მოდელი, როგორი საქართველო იქნება, როდესაც „ლელო“ მოვა ხელისუფლებაში. ძალიან მოკლედ და მარტივად გეტყვით - ეს იქნება ბედნიერი დედების ქვეყანა. როდის არის დედა ბედნიერი? როდესაც ის ხედავს, რომ მისი შვილები არიან დაცულები და რეალიზებულები, როდესაც მათ აქვთ ნათელი და ღირსეული მომავლის პერსპექტივა. აი ასეთ შემთხვევაში არის დედა ბედნიერი.

სწორედ ასეთ ორიენტირს ავიღებთ ჩვენ. სწორედ ეს არის „ლელოს“ მოდელი, რომ საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც დედები არიან მშვიდად, არიან ბედნიერები მათი შვილების უსაფრთხოებით, წარმატებით და საერთო კეთილდღეობით. ეს ყველაზე კარგად დედამ იცის, რომ მხოლოდ მისი შვილების კეთილდღეობა არ არის საკმარისი. აუცილებელია, ქვეყანაში ყველა ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა და გპირდებით, რომ საქართველო გახდება ბედნიერი დედების ქვეყანა’’ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა