სამოქალაქო მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ და ანა დოლიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

სამოქალაქო მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წევრებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში სიმბოლურად წერილი შეიტანეს, რომელიც აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვის დაჩქარებას გულისხმობს.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 5 მარტამდე აქვს ვადა დააფიქსიროს პოზიცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ შედგენილ პეტიციაზე. მისივე თქმით, საჭიროა პრემიერმა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

"დედის დღესთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლებისგან ძირითადად გვესმის სადღეგრძელოები, სხვადასხვა ლოზუნგები, თუმცა ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ, რომ დედებისთვის უდიდესი საჩუქარი არის რეალური რეფორმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და ვიცით, რომ აზარტული თამაშებით ზიანდებიან ოჯახები და ყველა ქალი, ვინც დღეს აქ მოვიდა არის კონკრეტულად აზარტული თამაშებისგან დაზარალებული. აზარტული თამაშების მოწესრიგება, რეკლამის აკრძალვა, ბავშვების დაცვა - ეს იქნება უპირველესი საჩუქარი დედებისთვის და თუ ხელისუფლებას უნდა გვაჩვენოს, რომ ამ მიმართულებით რამეს აკეთებს, ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები, ჩვენ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით გახარიასგან კონკრეტულად გადადგმული ნაბიჯები. მას 5 მარტს გასდის ვადა, როდესაც უნდა გამოაცხადოს პეტიციასთან დაკავშირებული პოზიცია. ათი ათასი ადამიანი, მათ შორის, უამრავი დედა გაერთიანდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით და მოითხოვა, მათ შორის რეკლამის აკრძალვა.

თქვენ იცით, რომ დაიწყო უკვე რეკლამების ჩამოხსნა ქალაქში, ეს არის ჩვენი მოძრაობის უდიდესი წარმატება, მაგრამ ეს არის ბიზნესის მხრიდან გადადგმული ნებაყოფლობითი ნაბიჯი, ჩვენ ვერ გავექცევით სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით, კეთილი ინებოს და სახელმწიფო ჩაერიოს ამ საქმეში, ნუ დაგვტოვებს პირისპირ კერძო სექტორთან და მოაწესრიგოს ეს სივრცე",-განაცხადა ანა დოლიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა