არჩილ თალაკვაძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის პრემიერ- მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

შეხვედრა, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობები და კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს, დაახლოებით 40 წუთს გრძელდებოდა.

"სომხეთის მხარდაჭერა, მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე დავუდასტურეთ ერთმანეთს მზადყოფნა ამ თანამშრომლობის მომავალშიც გაგრძელებაზე. ჩვენს ქვეყნებს და მოქალაქეებს შორის არის ძალიან აქტიური ურთიერთობები. იზრდება ტურიზმი, ეკონომიკური აქტივობა და პოლიტიკურ ლიდერებს შეგვიძლია მომავალში კიდევ უფრო მეტის გაკეთება ამ მიმართულებით.

ვისაუბრეთ ასევე, კორონავირუსთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კოორდინაციაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა კმაყოფილება ამ თანამშრომლობის დონის და მისი ინტენსივობის გამო. ვფიქრობ, პრობლემები, რომელიც არის რეგიონში, საჭიროებს ნამდვილად კარგ პოლიტიკურ კოორდინაციას და ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს ეწვია. სომხეთის პრემიერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 მარტს დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს