ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, ქვეყნის დასაქმებულების ყოველი მე-5 პირი შესაძლოა,სამსახურში ვერ გამოცხადდეს

ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის აფეთქების პიკის დროს ქვეყნის დასაქმებულების ყოველი მეხუთე პირი შესაძლოა, სამსახურში ვერ გამოცხადდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მთავრობამ დღესვე კორონავირუსთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ პოლიციამ კონცენტრაცია უნდა მოახდინოს მხოლოდ სერიოზულ დანაშაულებებზე და შეინარჩუნოს საზოგადოებრივი წესრიგი იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველების დიდი რაოდენობა სამსახურებში ვერ მივა.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვირუსზე ანალიზი 13 525 პირს აუღეს, საიდანაც 13 485-მა ნეგატიური მაჩვენებელი აჩვენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო