ანა დოლიძე - ადამ კინზინგერის განცხადებაში არაერთხელ ხაზგასმულია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს როლი საქართველოში

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს გარეშე მომავალი არ აქვს.

„კინზინგერის განცხადებაში არაერთხელ ხაზგასმულია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს როლი საქართველოში. ეს ბრძოლა, რომელშიც მე იცით, რომ აქტიურად ვმონაწილეობდი, არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავლისათვის. კინზინგერის განცხადება მიუთითებს, რომ ამ სახელმწიფოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს მომავალი, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე არ აქვს. ეს საკითხი კიდევ უფრო გამწვავდება ოქტომბრისთვის. შემდეგი ნაბიჯი, რომელზეც ის საუბრობს არ გამორიცხოთ იყოს იმ მრავალმილიონიანი დახმარების შეწყვეტა, პირობების დადება ან შეცვლა, რომელიც საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ მოედინება აშშ-დან", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი სასამართლო სისტემა, როგორც შეერთებული შტატების, სამართლიანი და თავისუფალია და არაა პოლიტიკურად მიკერძოებული.

„ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ, რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპათიით არიან განწყობილი, დევნიან, ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი. მე მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას აქედან გამოსავალი იპოვოს, გამოიყენოს სასამართლო სისტემა, სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის“, - განაცხადა კინზინგერმა.

ამასთან, საარჩევნო სისტემაზე საუბრისას, კითხვაზე, „თუ ვერ იხილავთ პროგრესს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?“ ადამ კინზინგერმა ასე უპასუხა: „ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა