არჩილ თალაკვაძე - ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები მაქსიმალურად შეეცდებიან, თავი აარიდონ შეთანხმებას,რაც იქნება მკაფიო სიგნალი - სურთ თუ არა დემოკრატიული არჩევნები

ახლა ოპოზიციის ნაწილი ტესტის წინაშე დგას, სურთ თუ არა მათ რეალურად დემოკრატიული არჩევნები, თუ სურთ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ივაჭრონ საზოგადოების ინტერესებით, მათი ხმებით და მანდატებით,- ამის შესახებ შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის ნაწილის შეფასებებს გამოეხმაურა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

თალაკვაძის თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული.მისივე შეფასებით, ოპოზიციის ნაწილს კონსტრუქციული პოზიცია აქვს.

კითხვაზე თუ ვისთან აქვს შეთანხმების მიღწევის იმედი, თალაკვაძე კონკრეტულად არ პასუხობს და აცხადებს, რომ "ყველა მინუს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი დანაყოფები, შეიძლება ითქვას, რომ რეალურად აფასებენ პირობებს, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს."

"მინდა მივმართო საზოგადოებას, დაახლოებით ერთ კვირაში, როცა შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი, ჩვენ დეტალურად მოგიყვებით, თუ რა პირობები და შეთავაზებები იყო ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე დადებული და რა იყო ის სავარაუდო მიზეზები, რაზეც ოპოზიციის ეს ნაწილი ახლა იკავებს იმ პოზიციას, რასაც იკავებს. მოველი, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციის ეს ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ როგორმე თავი აარიდონ შეთანხმებას და ეს იქნება მკაფიო სიგნალი. ახლა ოპოზიციის ეს ნაწილი დგას ტესტის წინაშე- სურთ თუ არა მათ რეალურად დემოკრატიული არჩევნები, თუ სურთ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ივაჭრონ საზოგადოების ინტერესებით, მათი ხმებით და მანდატებით. ეს არის მთელი რეალობა, რაც ხდება. თუმცა, მე იმედს ვიტოვებ, ვხედავ რა, ოპოზიციის ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის კონსტრუქციულ პოზიციებს, მათ შორის, ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯებიც სახეზეა, რომ შეთანხმება მოხდება. გადავალთ ნორმალურ საარჩევნო რეჟიმში და მხოლოდ არჩევნებით გავარკვევთ, ვის აქვს ამ ქვეყანაში რეალური მხარდაჭერა" , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა