გია ვოლსკი - ზვიად კუპრავას განცხადება, არათუ არასერიოზულია, აჩვენებს მის ინტელექტუალურ დონეს

არათუ არასერიოზულია, აჩვენებს მის ინტელექტუალურ დონეს, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ზვიად კუპარავას განცხადებას.

მისივე თქმით, მას კიდევ უფრო გაუღრმავდა ეჭვი, რომ ზვიად კუპრავას "ნაციონალური მოძრაობა" მათ წინააღმდეგ იყენებს.

“მე ლოგიკურად დავუშვი, რომ თუ ზვიად კუპრავა ესე უაპელაციოდ თავდასხმას, “ქართულ ოცნებას” აბრალებს და ის ქალბატონი კიდე ასე ხმამაღალ განცხადებას აკეთებს, რატო არ უნდა ვიფიქროთ პირიქით, რომ ვადაგასული კუპრავა მართლაც ერთადერთ რამეში შეიძლება გამოიყენო, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო და მერე “ქართული ოცნებისკენ” გაიშვირო ხელი. როგორც ჩანს, ამის საპასუხოა ეს უნიათო, უკბილო განცხადება და ამაზე მე კომენტარს აღარ გავაკეთებ, რასაკვირველია. არათუ არასერიოზულია, აჩვენებს მის ინტელექტუალურ დონეს, ხასიათს და სადღაც კიდევ უფრო მიღრმავებს ეჭვს, რომ მართლაც ასე ხომ არ გამოიყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომ შემდეგ "ქართული ოცნებისკენ" გაეშვირა ხელი,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ზვიად კუპრავამ განაცხადა, აქამდე გამოძიება მხოლოდ ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა, ახლა კი საქმე გადაკვალიფიცირდა და ძარცა-ძალადობის მუხლით გაგრძელდა.

მან პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის განცხადებასთან დაკავშირებთაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამოკითხვის ოქმში ოფიციალურად მიუთითა, რომ ვოლსკი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო