ამირან გამყრელიძე - თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე მონიტორინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურები და პატრული აწარმოებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის მიერ კონტროლდებიან.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება.

„თვითიზოლაციაში ვინც არიან მათზე მონიტორინგს აწარმოებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურები და პატრული. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება. რაც შეეხება კონტროლს, იქ ხდება დარეკვა, მონიტორინგი და ასევე მისვლაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა