ამირან გამყრელიძე - მინდა მივმართო დიდ მოლებს, მაღაზიებს, კინოთეატრებს, საჭიროა ხშირად განიავება  და ხელის დასამუშავებელი საშუალებების ხელმისაწვდომობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიმართავს სავაჭრო ცენტრების, ე.წ. მოლების, კონოთეატრებისა და საზოგადოებრივი სხვა თავშეყრის ადგილების წარმომადგენლებს, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ხშირად დაიცვან ჰიგიენური ნორმები და გაანიავონ სივრცე.

ამასთან, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ურჩევს, რომ თუ არის შესაძლებლობა, თავი აარიდონ დიდი თავშეყრის ადგილებს დიდ რიგებში დგომას.

„ეს გახლავთ ჩემი რეკომენდაცია. ხაზს ვუსვამ, რომ ბევრ რამეს ჩინეთის გამოცდილებიდან ვიღებთ. ეს არ არის ახალი ველოსიპედი, ეს გამოიყენეს ჩინელებმა და ამ მიდგომას ყველა დასენიანებული ქვეყანა იყენებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, დიდი თავშეყრის ადგილების შესაბამის ჰიგიენურ უზრუნველყოფას. ადგილებში, სადაც ყველაფრის მიუხედავად ადამიანები მიდიან, ეს იქნება საჯარო თუ სამოქალაქო მომსახურეობის თვალსაზისით, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. მინდა მივმართო დიდ მოლებს, დიდ მაღაზიებს, დიდ კინოთეატრებს და ა.შ., სადაც ბავშვები, მოზარდები დადიან, იქ დაცული იყოს ჰიგიენური პირობები. საჭიროა ხშირად განიავება და ხელის დასამუშავებელი საშუალებების ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა კარგი პროგნოზის იმედს იძლევა. გამყრელიძის განმარტებით, შესაძლოა, შემთხვევები კიდევ დაფიქსირდეს, მაგრამ მთავარი მოვალეობაა, რომ შემოტანილი შემთხვევების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანონ და წინ აღუდგნენ შიდაგავრცელებას.

„შიდაგავრცელებისთვის აუცილებელია მოსახლეობამ გაითვალისწინოს მათი მაღალი პასუხისმგებლობა, რომ თუ რამე სიმპტომები იწყება, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც ბრუნდებიან სხვა ქვეყნებიდან (სადაც ვირუსი დაფიქსირდა) , გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროზე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან.

კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა.

კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა