დავით ზალკალიანი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთაშორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

მინისტრებმა პოზიტიურად შეაფასეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორმხრივი პარტნიორობის განვითარების გეგმები სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მათ შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე ორი ქვეყნის წარამატებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე.

"მინისტრები შეთანხმდნენ ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურ მუშაობაზე, მათ შორის კონკრეტული ინიციატივების ფარგლებში. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ამ სფეროში. საგარეო საქმეთა მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პოზიტიური დინამიკით და გამოთქვეს მზაობა მომავალშიც შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტები",-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა