გიგა ბოკერია არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე - როგორც ჩანს, თარჯიმნებიც და აღმზრდელებიც სხვადასხვანაირი გვყავდა და ცხოვრებაც სხვადასხვანაირი გვაქვს გავლილი

როგორც ჩანს, თარჯიმნებიც და აღმზრდელებიც სხვადასხვანაირი გვყავდა და ყველაფერი, ცხოვრებაც სხვადასხვანაირი გვაქვს გავლილი - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმადაც „კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილშიც“.

გიგა ბოკერიას თქმით, საზოგადოებას არ აინტერესებს ფსიქოანალიზი, მით უმეტეს, არჩილ თალაკვაძის მხრიდან.

„თარჯიმნებიც და აღმზრდელებიც, როგორც ჩანს, სხვადასხვანაირი გვყავდა და ყველაფერი, ცხოვრებაც სხვადასხვანაირი გვაქვს გავლილი. მე შემიძლია, ვთქვა „ევროპულ საქართველოზე“, მაგრამ საზოგადოებას რაში აინტერესებს ეს შეფასებები. საზოგადოების, ამ ქვეყნის ინტერესებშია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. თუ ამ ნაბიჯებს გადადგამს ხომ კარგი, თუ არ გადადგამს, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ვითარებაში პოლიტიკურ ბრძოლას, რომელშიც მას ისევ დავამარცხებთ, ამიტომ ეს რაღაც ფსიქოანალიზი არავის აინტერესებს, მით უმეტეს, თალაკვაძის მხრიდან“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძის განცხადების იმ ნაწილს, რომელიც ოპოზიციასთან დიალოგს ეხება. გიგა ბოკერიას შეფასებით, ვინ არის ოპოზიცია და ვინ არა ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

„ეს არის სწორედ იგივე, რაც თალაკვაძეს არ ესმის, ივანიშვილს არ ესმის და აქედან გამომდინარე, ყველა მის პოლიტიკურ მასხარას არ ესმის ხოლმე, რომ ოპოზიცია ვინ არის და ვინ არ არის, ისევე, როგორც მთავრობა ვინ არის და ვინ არ არის, საზოგადოებისა და ამომრჩევლის გადასაწყვეტია, არა მთავრობაში მყოფს მოსწონს ის თუ არა. მეორე, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ჭრელია ბევრი თვალსაზრისით და „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ვინც ვიკრიბებით, ბევრ რამეში განვსხვავდებით ერთმანეთისგან და არც მე, არც ჩემს თანაგუნდელებს არანაირი ამბიცია არ გვაქვს, რომ „ევროპული საქართველო“ განსაზღვრავს რამეს. ჩვენ ჩვენი სახელით ვსაუბრობთ, ოღონდ შეგიძლიათ, ჰკითხოთ იმ სხვა ჯგუფებსაც. იმათაც კი, ვისაც აქვთ მეტი ოპტიმიზმი იმაზე, რომ ეს შემოთავაზებული ცვლილებები ღირს იმათ, რომ იქნეს მიღებული, საერთო შეფასება აქვთ იგივე, რაც ყველას, რომ ეს არის პოლიტიკური ჭირი, რაც უნდა მოვიშოროთ, რომ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით თუ არ გადადგა ნაბიჯები, ნორმალიზაცია ვერ მოხდება. საერთო ჯამში, პოზიცია არის ერთიანი. განსხვავება შეიძლება იყოს არსებითი ამა თუ იმ ნაბიჯზე, მაგრამ საერთო ჯამში, საზოგადოების დაკვეთა არის მკაფიო. ამის გაგება არ შეუძლია, არც აქვს ამის დავალება და უფლება ბატონ თალაკვაძეს და ამის გაგება, ჯერ ვერ ვხედავ, რომ ჰქონდეს ივანიშვილს“,- განაცხადა გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მაგრამ დასავლეთი არასდროს დაუჭერს მხარს ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

თავის მხრივ, ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს დემოკრატიის საფრთხეს ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანა „შემაშფოთებელ ეტაპზეა“. ამასთან, ადამ კინზინგერი კითხვაზე, "თუ ვერ იხილავენ პროგრესს პროპორციული სისტემის გარშემო, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი", აღნიშნავს: „ვფიქრობ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო