პატრიარქი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე - ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს სირთულეები უნდა გადავლახოთ

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთკავშირის მომავალ განვითარებას დაეხმარება, - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნოკოლ ფაშინიანს.

პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და საქართველოს ეკლესიები ძველებურად ძმურ ურთიერთობას შეინარჩუნებენ.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს ვიზიტს. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთკავშირის მომავალ განვითარებას დაეხმარება. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს სირთულეები ჩვენ უნდა გადავლახოთ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთკავშირი ჩვენს ეკლესიებს შორის ძველებურად ძმური იქნება და ჩვენი ეკლესიები ხელს შეუწყობს ურთიერთკავშირის განვითარებას ჩვენს ერებსა და სახელმწიფოებს შორის“,- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო