"საპენსიო სააგენტომ" 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები შეიძინა

"საპენსიო სააგენტომ" საპენსიო დანაზოგის ინვესტირების პროცესი დაიწყო და 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები შეიძინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საპენსიო სააგენტოდან" აცნობეს, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარე თვის განმავლობაში სააგენტომ შეიძინა 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები.

" საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 14.9%, ინვესტიციების ვადიანობა კი გახლავთ 5 წელი. აღნიშნული ინვესტიციები განახორციელა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით წიკლაურმა, რომელიც საინვესტიციო საბჭომ ერთი თვის ვადით დანიშნა. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს (დაახლოებით 4%-იანი განსხვავება გვაქვს სახელმწიფო ობლიგაციების 5 წლიან სარგებელთან, რომელიც 9.5%-ია)",-აცხადებენ სააგენტოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა