BBC - კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირანში 54 000 პატიმარი ციხიდან დროებით გაათავისუფლეს

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირანში 54 000 პატიმარი ციხიდან დროებით გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას BBC ირანის სასამართლოს პრეს-სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპატიმროს დატოვება შეძლეს მხოლოდ იმ მსჯავრდებულებმა, რომლებსაც 5 წელზე ნაკლები ჰქონდათ მისჯილი და შემოწმების შემდეგ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

ირანის ხელისუფლების განმარტებით, ამ გზით ისინი ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხებას უფრო მარტივად შეძლებენ.

შეგახსენებთ, კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ვირუსით არიან ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც. ამასთანავე, BBC-ის ინფორმაციით, ირანში კორონავირუსს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რასაც ოფიციალური თეირანი უარყოფს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს