არჩილ თალაკვაძე - რუსეთის მიერ ჩვენი მიწების მიმდინარე ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნების წლებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გამოცემა Morning Consult-ში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ ცოტახნის წინ რუსმა პრეს-სპიკერმა რუსეთისთვის არადამახასიათებელი კომენტარი გააკეთა - რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. თალაკვაძის განცხადებით, თუკი მისი განცხადება ლიტონი სიტყვები არაა, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაგვიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ (1992 და 2008 წლებში) რუსეთი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციას. ახლახანს რუსმა პრეს-სპიკერმა რუსეთისთვის არადამახასიათებელი კომენტარი გააკეთა - რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. თუკი მისი განცხადება ლიტონი სიტყვები არაა, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაგვიბრუნოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, გაიყვანოს თავისი ჯარები ჩვენი რეგიონებიდან, შეწყვიტოს კიბერშეტევები და საქართველოს წინსვლის ჩაგდება საფრთხის ქვეშ.

შარშან შემოდგომაზე წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება. აქტში გაჟღერებულია მოწოდება საქართველოს სუვერენიტეტის წინაშე მდგარი საფრთხეების შეფასებისკენ, განსაკუთრებით კიბერსფეროში ჩარევის მხრივ, და აშშ- ის მხრიდან ამ საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო აქტიური ზომების მიღებისკენ. 2012 წლიდან მოყოლებული ქართველმა ხალხმა განახორციელა რიგი დემოკრატიული რეფორმები. ქართველები დიდად აფასებენ ადმინისტრაციისა და კონგრესის მხრიდან ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ძლიერ საერთაშორისო მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. რუსეთის მიერ ჩვენი მიწების მიმდინარე ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნების წლებში - 2020 წელს, მაგალითად“, - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა