მეზობელი თბილისში შვილის მიერ დედის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობს

თბილისში, ისანში, შვილის მიერ დედის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით მეზობელი აცხადებს, რომ დედა-შვილს კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ.

როგორც მეზობელი ჰყვება, სახლში დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. მისივე თქმით, მკვლელობის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყო.

"არაფერი ხმაური არ გამიგია, დღეს გავიგე, რომ მკვლელობა მომხდარა. მე ვიცნობდი მათ შორიდან, დიდი ხანია აქ ცხოვრობენ. არანაირი კონფლიქტი არასდროს არ შემიმჩნევია, ძალიან კარგი ხალხი იყვნენ, წყნარი ოჯახი იყო საკმაოდ. დედა და შვილი ცხოვრობდნენ სახლში და მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია. მე თვითონაც გაკვირვებული ვარ, რომ ასეთი რამე მოხდა.

რაც შეეხება მეზობლებთან კონფლიქტს, მე არასდროს არ გამიგია. როგორც ვიცი, ნასამართლევი არც ერთი ყოფილა", - აცხადებს ადგილობრივი.

ცნობისთვის, შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბ.ს., დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას - 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა