საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ

დღეს, 4 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ.სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე დაიწყება.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პრეზიდენტის ყოველწლიური ანაგრიშის მოსმენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის მოხსენება საინტერესო იქნება.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა, როგორც წესი, პლენარული სხდომების პირველ დღეებში ხდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს