ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელისუფლებებს სამედიცინო დამცავი საშუალებების წარმოების 40%-ით გაზრდისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოსალოდნელია, კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სამედიცინო დამცავი აღჭურვილობების დეფიციტის შექმნა და ფასების ზრდა.

"როიტერსის" ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია კომპანიებსა და ქვეყნების ხელისუფლებებს შესაბამისი პროდუქციის წარმოების 40 %-ით გაზრდისკენ მოუწოდებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სამედიცინო პირბადის ფასი 6-ჯერ გაიზარდა, ნიღაბი რესპირატორი N95-ის - 3-ჯერ, დამცავი სამოსის კი -2-ჯერ. ორგანიზაციის შეფასებით, მედპერსონალს, ყოველთვიურად დაახლოებით, 89 მილიონი ნიღაბი, 76 მილიონი წყვილი ხელთათმანი და 1.6 მილიონი სათვალე დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ გლობალური რეცესიის თავიდან ასაცილებლად აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები შეამცირა, მსოფლიო ბანკმა კი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 12 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, კორონავირუსი 80-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიოში ვირუსით დაინციფირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 91 000-მდე გაიზარდა. ფატალური შემთხვევების რაოდენობა 3 200-ს აჭარბებს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი - 50 944-ს აღწევს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები