მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 3 202 ადამიანი დაიღუპა, 50 949 კი - გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 202-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა 93 158, გამოჯანმრთელებულთა კი - 50 949-ია.

ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დაფიქსირებული, სადაც ვირუსით 5 300 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 32-ია.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსს 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

77 ადამიანია დაღუპული ირანში, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 300-ია.

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 9-მდე, დაინფიცირებულების კი - 120-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით პირველი პაციენტი დაიღუპა ესპანეთში.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების ტემპმა საგრძნობლად იკლო ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 20 იანვრის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო