მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან გასამკლავებლად 12 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დახმარების მიზანია ქვეყნებს ვირუსის შედეგად ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით კერძო სექტორთან მუშაობის გაძლიერებას.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრიორიტეტი განვითარებად ქვეყნებს მიენიჭება. მათივე განმარტებით, პრიორიტეტული იქნება ის ქვეყნებიც, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია.

ფინანსური პაკეტი მოიცავს დაბალპროცენტიან სესხებს, გრანტებსა და ტექნიკურ დახმარებას.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა