კარლ ჰარცელი - დიალოგის პროცესში წარმატების მიღწევა საერთაშორისო პარტნიორებისთვის იქნება ძლიერი მესიჯი, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში რაღაც იცვლება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ არის შესაძლებლობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიონ. მისივე თქმით, თუ ასე მოხდა, ეს იქნება საქართველოს მხრიდან ძლიერი მესიჯი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

„მოლაპარაკებების შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ვფიქრობ, არის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. თუ შეთანხმებას მოვაღწევთ ეს იქნება ყველა პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობის დამსახურება, რომლებიც ცდილობენ პროცესის დასრულებას და გამოხატავენ სურვილს, მოიძებნოს კომპრომისი. საბოლოოდ კიდევ ვიტყვი, რომ დიალოგის პროცესში თუ იქნება წარმატება მიღწეული, ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი საქართველოს მხრიდან ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში რაღაც იცვლება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“,-განაცხადა ჰარცელმა.

კითხვაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი თუ ვერ მოხერხდა დიალოგის ფარგლებში შეთანხმების მიღწევა, კარლ ჰარცელი პასუხობს, რომ „ცხოვრება გრძელდება“.

„ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ მოკლე პასუხი მექნება. ჩვენ, როგორც ყველა, შევაჯამებთ დიალოგის შედეგებს და შემდეგ, ცხოვრება გრძელდება. ჩვენ შევდივართ საარჩევნო წელში და ევროკავშირი და სხვა პარტნიორები ყურადღებით დააკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს. ამის მერე რა იქნება, რთული სათქმელია“,-აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

იხილეთ ვიდეო: დიალოგის პროცესში წარმატების მიღწევა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძლიერი მესიჯი იქნება - ევროკავშირის ელჩი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა