დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის 8 შტატში გაიმარჯვა

დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის 8 შტატში გაიმარჯვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მასაჩუსეტსის, მინესოტას, ოკლაჰომას, ალაბამას, არკანზასის, ტენესის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში ლიდერობს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, იუტას, კალიფორნიის, ვერმონტისა და კოლორადოს შტატებში ბერნი სანდერსი იმარჯვებს.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, პრაიმერიზი აშშ-ის 14 შტატში გაიმართა.

იხილეთ ვიდეო: დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით ჯო ბაიდენმა აშშ-ის 8 შტატში გაიმარჯვა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა