ტექნოლოგიური კომპანია WIV Technologies გლობალურ კომპანია EY-თან ერთად ქართული ღვინის გლობალურ ბლოკჩეინ პლატფორმაზე განთავსებას განახორციელებს

ტექნოლოგიური კომპანია WIV Technologies გლობალურ კომპანია EY(ერნსტ&იანგ)-თან ერთად ქართული ღვინის გლობალურ ბლოკჩეინ პლატფორმაზე განთავსებას განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, პროექტი, რომელსაც 2020 წლის ევროკავშირის ინოვაციების ჰორიზონის პროგრამის აღმატების ბეჭედი მიენიჭა, ითვალისწინებს ქართული ღვინის ტოკენიზაციას და მის გლობალურ ბაზარზე გაყიდვის უზრუნველყოფას გონიერი კონტრაქტების მეშვეობით.

„კომპანიის ბლოკჩეინ სისტემა საშუალებას იძლევა მოხდეს ქართული ღვინის გლობალურ დონეზე აუთენთიკაცია ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე და მარკეტინგული დანახარჯების შემცირება, მათ შორის აზიურ ბაზრებზე.

კომპანიას აქვს ოფისების გლობალური ქსელი ნიუიორკიდან სინგაპურამდე. პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებელთა კონსორციუმის დაფუძნებას, რომელში შემავალი ბრენდების მიერ წარმოებული ღვინის ტოკენიზაცია მოხდება. ეს ამ კომპანიებს მისცემს საშუალებას მოახდინონ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა გლობალური მარკეტინგული გეგმების დასაფინანსებლად. კომპანიას აქვს $100 მილიონამდე საკრედიტო პაკეტი, რომელზე წვდომაც ქართულ კომპანიებს გაეხსნებათ 2020 წლის მარტიდან.

WIV Technologies უზრუნველყოფს ღვინის აუთენტურ ჩანაწერებს ბლოკჩეინზე, ტოკენიზაციას, თრეკინგს, სავაჭრო ლიკვიდურობასა და ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფას საკუთარი გლობალური ქსელის მეშვეობით. სისტემაში უკვე ინტეგრირებულია 170-ზე მეტი მსოფლიო ღვინის ბრენდული კომპანია, მათ შორის ფრანგული Chateau Lafite, Cheval Blanc and Margaux და სხვები“, - აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა