კახა კალაძე - კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასული დღეების განმავლობაში, „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

„სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა. მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფექცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამასთანავე, პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დეზინფექცია ასევე, უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში.

„სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები. აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვისცენტრებში სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ტარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა