გია ჟორჟოლიანი - „სოციალ-დემოკრატები“ ვაპირებთ შევწყვიტოთ დისკუსია საარჩევნო სისტემის თაობაზე და გადავიდეთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე

„სოციალ–დემოკრატები“ ვაპირებთ შევწყვიტოთ დისკუსია საარჩევნო სისტემის თაობაზე და გადავიდეთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე, რომლის მიზანია მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა და ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგის პროცესში ფართო კონსენსუსის მიუღწევლობის პირობებშიც კი, პარტია ,,ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, რომელიც 40 %- იან ჩამკეტს, 110/40 , 1% ბარიერს ითვალისწინებს, გააუმჯობესებს არჩევნებში ჩართული სუბიექტებისთვის საარჩევნო გარემოს.

„17 თებერვალს, ჩვენს მიერ შემოთავაზებული იყო ინიციატივა მმართველი პარტიის მისამართით, განეახლებინა საარჩევნო სისტემის უფრო მეტი პროპორციულობის პრინციპის მიღწევის საკითხზე დიალოგის რეჟიმი დეპუტატების იმ ნაწილთან, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ,,ნაციონალურ მოძრაობას“ და ,,ევროპულ საქართველოს“. მათი რესურსის საფუძველზე შესაძლებელია მიღწეულ იქნას ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემას გააუმჯობესებს. მიგვაჩნია, რომ დეპუტატების ამ ნაწილს აქვს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა - შეასრულონ ისტორიული როლი, რათა მათი პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველზე, გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად შეიცვალოს პოლიტიკურ სარბიელზე დღემდე არსებული ორპოლუსიანობა ,,ოცნებას“ და ,, ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან ასოცირებულ ოპოზიციას შორის. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების განხოციელებისათვის განსაზღვრული ვადების ფაქტორის გათვალისწინებით , ,,ოცნებამ“ უნდა მოახდინოს ინიცირება არაუგვიანეს 9 მარტისა. დიალოგის პროცესში ფართო კონსენსუსის მიუღწევლობის პირობებშიც კი, პარტია ,,ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი (40 % ზღვარი; 110/40 ; 1% ბარიერი), გააუმჯობესებს არჩევნებში ჩართული სუბიექტებისთვის საარჩევნო გარემოს.

ამასთან, საარჩევნო სისტემის პროცესში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა გაითვალისწინოს დიალოგის პროცესით მიღწეული შედეგის მნიშვნელობა როგორც ჩვენი ქვეყნის სტაბილური, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარებისთვის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არ ნიშნავს პოლიტიკის ცვლილებას. სამწუხარო რეალობაა, რომ თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში უფრო მნიშვნელოვანია შეკითხვა –როგორ გავხდე მთავრობა?, ვიდრე შეკითხვა რისთვის უნდა გავხდე მთავრობა?

აქედან გამომდინარე, „სოციალ–დემოკრატები“ ვაპირებთ შევწყვიტოთ დისკუსია საარჩევნო სისტემის თაობაზე და გადავიდეთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე, რომლის მიზანია მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა და ხედვები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით,"- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა