ბადრი ჯაფარიძე - მოლოდინი პოზიტიური მაქვს, ვფიქრობ, ერთი კვირა არ სჭირდება იმ განსხვავების დაძლევას, რომელიც არსებობს

უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ამ მხრივ, საერთაშორისო ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოლოდინი პოზიტიური მაქვს, ვფიქრობ, ერთი კვირა არ სჭირდება იმ განსხვავების დაძლევას, რომელიც არსებობს, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ. იგი მიიჩნევს, რომ ქვეყანას სამართლიანი საარჩევნო სისტემა სჭირდება.

"მინდა გითხრათ, რომ საკონსულტაციო ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ

შევძელით ყველა იმ განსხვავების მიუხედავად, რომელიც არსებობს პოლიტიკურ პარტიებს შორის, ერთ ძირითად პრინციპზე შევჯერებულიყავით. ქვეყანას სამართლიანი საარჩევნო სისტემა სჭირდება, ამ ქვეყანას სჭირდება სამართლიანი, მშვიდი გარემო. ამისთვის საჭიროა ისეთ სისტემაზე შეთანხმება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მისცემს ქართულ საზოგადოებას საშუალებას, რომ ზუსტად აისახოს ის განწყობა, რომელიც ქართულ საზოგადოებაშია. ამასთან, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ამ მხრივ, საერთაშორისო ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მოლოდინი პოზიტიური მაქვს, ვფიქრობ, ერთი კვირა არ სჭირდება იმ განსხვავების დაძლევას, რომელიც არსებობს. ამისთვის საჭიროა, ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნება. ოპოზიციური პარტიები იმისთვის არიან განწყობილი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს. სტაბილურობის შენარჩუნების გარანტია იქნება ის, რომ ჩვენ სამართლიანი საარჩევნო სისტემა და გარემო გვქონდეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ადამ კირზინგერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუკი, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, კონგრესის მხრიდან შემდეგი ნაბიჯები ბევრისთვის მოულოდნელი იქნება.

„მოლოდინი მაქვს, რომ მმართველი ძალა გაითვალისწინებს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მუდმივ მოწოდებას, რომ შეწყდეს პოლიტიკური დევნა, მუდმივ მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეთანხმება სამართლიან სისტემაზე მოხდეს და არა სისტემაზე, რომელიც ვინმეს მიმართ არის პრივილეგიის მიმნიჭებელი. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა ერთი რამაა, ყველა პარტია თანაბარ მდგომარეობაში იყოს და სამართლიანი სისტემა მივიღოთ, რომელიც ასახავს საზოგადოების განწყობას. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან აქტიური ჩართულობა. ეს ჩართულობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა