თბილისის მერიამ კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა

თბილისის მერიამ კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა 3-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მერიას 2.5 მილიონი ლარი დაუჯდა.

„ჩვენ გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ კუს ტბასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულებულია პროექტი, გზა მთლიანად რეაბილიტირებულია, დაყენებულია ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სანათებით. დაახლოებით, 3 კმ-ია ამ გზის სიგრძე და ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი. 2,5 მლნ ლარი დაჯდა სამუშაოების განხორციელება“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა