ეკა ბესელია - პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ამ დროში და ამ ვითარებაში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე გასულ წელს

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ მოხსენებაზე უნდა შეეხოს ყველა იმ საკითხს, რაც ქვეყანაში პრობლემატურია.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ამ დროში და ამ ვითარებაში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე გასულ წელს.

„არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ამ დროში და ამ ვითარებაში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე გასულ წელს, იმიტომ, რომ ეს არის საარჩევნო წელი. ძალიან რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც ჩიხური ვითარებაა და გამოსავალია მოსაძებნი დიალოგისა და კომპრომისს გზით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მმართველი პარტია უნდა აჯამებდეს ამ ორი ვადის დასრულების წელს“, - განაცხადა ბესელიამ.

მას ასევე მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხსაც შეეხება.

„რადგან ის არის ქალი პრეზიდენტი, ასევე ველოდები მის ხედვას, სად ხედავს ის თავის როლს და პრეზიდენტის მანდატს, რა შეიძლება გაკეთდეს. მგონია, რომ უნდა შეეხოს ისეთ მწვავე თემებს, რომლებიც დღეს ყველაზე პრობლემურია ქვეყნისთვის. ეს არის პოლიტიკური ვითარება, საარჩევნო სისტემა, კომპრომისის აუცილებლობა, ძალადობრივი გარემო, 20 ივნისი. მე მაქვს მოლოდინი, რომ მან ამ ყველაფერზე უნდა ისაუბროს“, - აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 4 მარტს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა