ნინო ბურჯანაძე - ელჩების აქტიური ჩართულობის შემდეგ, შეთანხმებაზე უარის თქმა ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება

ჩემთვის პირადად მთავარია არა ის, რომ მოიგოს ოპოზიციამ, ჩემთვის მთავარია ქვეყანა არ აღმოჩნდეს უმძიმეს მდგომარეობაში და 73/77 სისტემის შემთხვევაში ქვეყანა დარჩება წაგებული, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის ინფორმაციით, თუ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ვერ მოხდება, ძალიან მძიმე არჩევნები იქნება.

„ხელისუფლებამ ნამდვილად შემოგვთავაზა საარჩევნო სისტემის მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი, ოღონდ ეს იყო 20 ივნისის შემდეგ, როდესაც შემოგვთავაზეს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება, მაგრამ შემდეგ ყველა მოგვატყუეს. რაც შეეხება დღევანდელ შეთავაზებას, რომელიც 110/40-ია, ეს, რა თქმა უნდა, უკეთესია ვიდრე 73/77 ზე, მაგრამ ეს არ არის ის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების მაქსიმალურად პროპორციულ წარმომადგენლობას და იმას, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მაჟორიტარების არასწორი გადანაწილებით და დამატებით ვერ შეძლოს ხელისუფლების უზურპაცია. ჩემთვის პირადად მთავარია არა ის, რომ მოიგოს ოპოზიციამ, ჩემთვის მთავარია ქვეყანა არ აღმოჩნდეს უმძიმეს მდგომარეობაში და 73/77 სისტემის შემთხვევაში ქვეყანა დარჩება წაგებული. ძალიან მძიმე არჩევნები იქნება, სერიოზული არასტაბილურობა, პრაქტიკულად ყველა უბანზე და არჩევნების ლეგიტიმურობა დადგება ეჭვის ქვეშ, იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული განცხადებები გააკეთა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებისთვის დარჩენილ დროზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოლაპარაკების რესურსი ნამდვილად არსებობს და ოპოზიცია მზად არის კომპრომისულ ვარიანტებზე იმსჯელოს.

„მოლაპარაკების რესურსი ნამდვილად არის, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ელჩების აქტიური ჩართულობის შემდეგ შეთანხმებაზე უარის თქმა იქნება ძალიან დიდი დარტყმა ხელისუფლებისათვის და ზოგადად საქართველოს იმიჯისათვის. ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ კომპრომისულ ვარიანტებზე, ის რასაც ვლაპარაკობთ, თუნდაც 120/30-ზე უკვე ძალიან კომპრომისული ვარიანტია. ზოგადად შეთანხმებები ნებისმიერ რთულ საკითხზე ხდება ბოლო ვადის ბოლო წუთებში, ამიტომ იმედი მაქვს შეთანხმება და გონივრული კომპრომისი მიღწეული იქნება,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა