ჯემალ გამახარია - ბჟანია აშკარად ფავორიტი იყო და ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ რჩებოდათ, იყო მისი ჩამოშორება ამ პროცესებიდან - რუსეთი შურს იძიებს აფხაზებზე

ბჟანია აშკარად ფავორიტი იყო და ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ რჩებოდათ, იყო ბჟანიას ჩამოშორება ამ პროცესიდან, როგორც მოხდა შარშან. რუსეთი შურს იძიებს აფხაზებზე,- ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

მისი თქმით, რუსეთი შეურაცხყოფილია იმით, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ხაჯიმბა გადააყენეს.

„რუსეთი ძალიან შეურაცხყოფილია იმით, რაც მოხდა იანვარში - ხაჯიმბას ძალით გაამარჯვებინეს, დიდი ზარზეიმით ინაუგურაცია ჩაატარეს და ერთ თვეში თუ თვენახევარში გააპანღურეს და მერე სურკოვის მანქანაც გადააბრუნეს. რუსეთი იძულებული იყო, დაეშვა ასლან ბჟანიას მონაწილეობა ამ ე.წ. არჩევნებში, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგად გაიზარეს, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. ბჟანია აშკარად ფავორიტი იყო და არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს გუნდი გაიმარჯვებდა, ერთადერთი გამოსავალი რაც მათ რჩებოდათ, ეს იყო ბჟანიას ჩამოშორება ამ პროცესიდან, როგორც მოხდა შარშან. რუსეთი შურს იძიებს აფხაზებზე, ამით აფხაზებს უჩვენებს, რომ აქ მე ვარ ბატონი და ჩემი კანდიდატი უნდა გავიდეს, ვინც მე არ მემორჩილება, გაიზიარებს ბჟანიას ბედს. ამასთან გვაქვს საქმე, ოკუპანტთან გვაქვს საქმე. ხვალ და ზეგ უნდა ველოდეთ ვითარების დაძაბვას”,- განაცხადა გამახარიამ.

რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ასლან ბჟანიას შესაძლო მოწამვლას, გამახარია ამბობს, რომ ექიმების ოფიციალური დასკვნით, ბჟანიას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია აქვს, “რია ნოვოსტი” კი წერს, რომ ის გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლეს.

“როგორც მოსალოდნელი იყო, ფაქტობრივად მივიღეთ ის ვითარება, რაც იყო შარშან, აპრილიდან მოყოლებული. მოსკოვში იმყოფებოდა ბჟანია, 28 თებერვალს ჰქონდა აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრა, 1-ელ მარტს საღამოს ჩამოფრინდა სოჭში, სახლი აქვს და ალბათ, სახლში იყო და 2-ში დილით გახდა ცუდად. ფაქტობრივად, კომაში იყო. დაცვის წევრებიც, ასევე ცუდად გრძნობდნენ თავს და განვითარდა ის პროცესები, რაც ჩვენთვისაა ცნობილი განმეორდა ის, რაც მოხდა შარშან და ეს შემთხვევითი არაა. როგორც კი ე.წ. წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, ბჟანია თითქოს კარგად გრძნობდა თავს. აჩვენებდნენ როგორ დარბის სანაპიროზე, ვარჯიშობს. ამავე დროს, მისი მოწინააღმდეგე მედია წერდა იმის თაობაზე, რომ ის არის ცუდად, რომ მან მიიღო ჩაქცევა, სულ ამაზე იყო საუბარი, არადა კაცი ნორმალურად იყო. ასევე, მიდიოდა საუბარი, რომ არძინბა რეიტინგით უკვე კარგად უსწრებს ბჟანიას და ეს არის ჩვენი მომავალი პრეზიდენტიო. ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ესაა დიდი ჯაჭვის რგოლები, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ბჟანია იმყოფება კრასნოდარში. ექიმების დასკვნაში წერია, რომ პაციენტს დაუდგინდა ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, საშუალო სიმძიმის, მაგრამ არა მოწამვლა. თუმცა, არ გასულა ერთი საათი ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან და “რია ნოვოსტი” ავრცელებს ინფორმაცის, რომ ექიმებმა ბჟანიას დაუდგინეს, რომ ის არის დაუდგენელი, გაურკვეველი ნივთიერებით მოწამლული. ოფიციალური დასკვნა არის ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია და არავითარი მოწამვლა, “რია ნოვოსტი” კი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ გაურკვეველი ნივთიერებითაა მოწამლული”,- განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ასლან ბჟანიას მხარდამჭერი აქციები იმართება. ბჟანია ორი დღის წინ მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არჩევნები, რომელშიც მან უნდა მიიღოს მონაწილეობა, 22 მარტსაა დანიშნული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა