აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად წარიმართა პროცესი, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად წარიმართა პროცესი, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს.

როგორც ზოიძემ კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებთან დაკავშირებით პრესკონფენეციაზე განაცხადა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“საფრთხე არის ის, რომ ეს არის ახალი ვირუსი და შემდგომი მუტაცია არ განიცადოს, რომ უფრო საშიში არ იყოს ადამიანებისთვის. დღეს მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმულები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და რომ არ მოხდეს რისკის გაზრდა, როგორც მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების მიმართ, ასევე ჯგუფების გაფართოება, ვისაც შეიძლება ეს ვირუსი აზიანებდეს. ჯერჯერობით, ეს არ მოხდა და ეს იმედის მომცემია. თუ ისე წავიდა სიტუაცია, როგორც სხვა კორონავირუსებისა და რესპირატორული ვირუსების შემთხვევაში, უნდა ველოდოთ, რომ თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, გავრცელების საფრთხე მნიშვნელოვნად დაიკლებს“, - განაცხადა ზოიძემ.

მისივე შეფასებით, გარდა ჯანდაცვის სფეროს დაწესებულებებისა, კორონავირუსით ინფიცირების პირველივე შემთხვევის გამოვლენამდე სხვა უწყებებიც უნდა ყოფილიყვნენ ვირუსზე რეაგირების პროცესში ჩართულნი.

“მხოლოდ სამი შემთხვევაა დადასტურებული, თვითონ ეს ფაქტი მეტყველებს, რომ ინფექციის ეპიდაფეთქების შეკავებისთვის გატარდა ღონისძიებები, როგორც კი დაფიქსირდა შემთხვევები. ნელი ტემპით ხდება გავრცელება. კვირაზე მეტია, რაც დაფიქსირდა პირველი შემთხვევა. ჩვენთან ჯერჯერობით შიდა გადაცემის ფაქტი, ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში, ერთი მოქალაქიდან მეორეზე გადაცემის, დადასტურებული არაა.

ჩემი აზრით, გარკვეული უწყებების ჩართვა ამ პროცესში დაგვიანდა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და დღეს ვხედავთ, რომ ყველა ეს უწყება ჩართული, შეიქმნა მუნიციპალური შტაბები.

საკმაოდ დროული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ არდადეგები გახანგრძლივდა და დაიწყო შედარებით ადრე, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება.

ჩემი აზრით, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის დაწესებილებების გარდა, შესაბამისი უწყებების ჩართულობა შეიძლებოდა. შეიძლება ეს იყო გაკეთებული უყებათშორისი კომისიის ფარგლებში, მაგრამ მოსახლეობისთვის ინფორმაცია არ იყო მიწოდებული, რამდენად ადრე ჩაერთნენ. ვიდრე მოხდება პირველი შემთხვევა, ყველა უწყება უნდა იყოს ჩართული რეაგირებასა და ესკალაციაში.

ვისურვებდი მეტ კომუნიკაციას არა მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, რომელიც საკმარის ინფორმაციას გვაწვდის, არამედ სხვა უწყებიდან იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მაგალითად, ეკონომიკას, რამდენად ნეგატიური ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს”,- განაცხადა ზოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსით 3 ადამიანია დაინფიცირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა