თბილისის მერია 7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს იწყებს

თბილისის მერია 7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტაციის ფარგლებში ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთი მოწესრიგდება.

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია იცით რამდენად მნიშვნელოვანი პროექტია. იცით, რომ გასულ წელს დავიწყეთ სამუშაოების განხორციელება და გვინდა ეს გამზირი იყოს მოწესრიგებული. 7 მარტიდან გადავდივართ სამუშაოების ბოლო ეტაპზე, ეს არის მეოთხე ეტაპი. ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე დარჩენილი 400-მეტრიანი მონაკვეთი იქნება სრულად მოწესრიგებული. კავსაძიდან ყიფშიძემდე ქვედა ფენები მოწყობილია და დარჩენილია ბორდიურების ჩამოსხმა. რამდენიმე დღეში აქ მოძრაობა აღდგება. მინდა, შესაბამის სამსახურებს ვთხოვო მიაწოდეთ სრული ინფორმაცია მოსახლეობას, თუ როგორ იქნება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია გადაადგილებებთან და გადაწყვეტილებებით ან დაკავშირებით. მალე დავამთავრებთ ამ სამუშაოებსაც. აქაც იგივე ტიპის სამუშაოები იქნება წარმოებული, მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციები და ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება",- განაცხადა კალაძემ.

თბილისი მერიის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. სარეაბილიტაციო არეალი ჯამში, 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი, ტროტუარის გასწვრივ კი უსაფრთხოების მოაჯირები და სხვა სახის ბარიერები დამონტაჟდება.

მერიის ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება მოხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ლედ განათების სისტემა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოექცევა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

იხილეთ ვიდეო: თბილისის მერია 7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს იწყებს

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება