რუსეთმა სამედიცინო ნაწარმის ექსპორტი დროებით აკრძალა

რუსეთის მთავრობამ დროებითი აკრძალვა დააწესა მთელი რიგი სამედიცინო ნაწარმის ექსპორტზე, რომელთა შორის პირბადეებიცაა. ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა არ იმოქმედებს ჰუმანიტარულ დახმარებასა და ერთეულ ნივთებზე, რომელსაც მოქალაქეები პირადი მოხმარებისთვის იყენებენ.

ნიღბების გარდა, ჩამონათვალში შედის ასევე მარლა, ბამბა, ბახილები, სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, ერთჯერადი ქიმიური დამცავი ხსნარები და სამოსი, რესპირატორები და სამედიცინო სათვალეები, ზოგიერთი სადეზინფექციო და ანტივირუსული პრეპარატი და ა.შ.

დადგენილების თანახმად, აკრძალვა პირველ ივნისამდე გასტანს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო