განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისთვის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ნ.მ-მ სხვა პირთან ერთად, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განზრახ დააზიანა მ.ფ-ს კუთვნილი მიკროავტობუსის კორპუსი და მინები. აღნიშნულის შემდეგ, მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, გამყიდველს ა.პ.-ს ნაჯახით თავის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.

„იმავე დღეს ნ.მ-მ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ ა.გ-ს და თანხის გადახდის გარეშე, ავტომობილში საწვავი ჩაასხმევინა.

სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 12 ივნისს დაბა ბაკურიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა