ანა დოლიძე - ხელისუფლებამ ლობისტური კომპანიების დაქირავებით გადაწყვიტა, რომ „ნაცარქექია“ და „სიზმარა“ მოუყვეს ქართველ ხალხსა და საერთაშორისო პარტნიორებს

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ლობისტური კომპანიების დაქირავებით გადაწყვიტა, რომ „ნაცარქექია“ და „სიზმარა“ მოუყვეს ქართველ ხალხსა და საერთაშორისო პარტნიორებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ორი ეტაპის მერე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზღაპრულ წარმოდგენებს მიჩვეული ვართ. მათ გადაწყვიტეს, განსაკუთრებით ლობისტური კომპანიების დაქირავებით, რომ როგორც ჩანს, „ნაცარქექია“ და „სიზმარა“ უნდა მოუყვნენ ქართველ ხალხსა და საერთაშორისო პარტნიორებს. სინამდვილეში, დემოკრატიულ ქვეყენებში გამოცდილება გვიჩვენებს - ორი ეტაპის მერე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს შეიცვლება 110-ით 40-ზე თუ ა.შ. ხელისუფლებში ინტერესშია, რომ მან შექმნას სამართლიანი თამაშის წესები, რომ მოხდეს დემოკრატიული, მშვიდობიანი ცვლილება და ჩვენ არ ვიყოთ იძულებულები, რომ მოვახდინოთ სრული მობილიზება მეორე მხარეს“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები კონსტრუქციული არ არის, რადგან არასამართლიანი ვითარებაა.

„მოლაპარაკებებს „კონსტრუქციულს“ მხოლოდ ბრჭყალებში თუ დავუძახებთ, რადგან მოლაპარაკება უნდა წარიმართოს, როცა თანაბრად, კომფორტულად არის ორივე მხარე. ამ შემთხვევაში ასეთი ვითარება არ გვაქვს. ცალ მხარეს არის ხელისუფლება, რომელსაც აქვს ძალაუფლებისა და წნეხის ყველა ბერკეტი და ამ ბერკეტს ის ხშირად იყენებს ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. თუმცა, იმ გლობალურ ფონზე, რომელიც შეიქმნა ჩვენს სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, იმ უდიდეს წნეხის ფონზე, რომლის მიხედვითაც, ყოველ დღე ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოდან მოდის განცხადება-განცხადებაზე, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ ამ შემთხვევაში მისი მხრიდან ხალხის ნების, დემოკრატიული მისწრაფებების ნების უგულებელყოფა აზიანებს არამარტო ხელისუფლებას, არამედ გარდაუვალია, რომ დააზიანებს მთლიანად სახელმწიფოს“, - აღნიშნა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა