ლევან გოგიჩაიშვილი - სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა ადეიშვილის მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში გადაბარების „გამპრავებლად“

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კითხვები იმ ფასეულობებიდან გამომდინარე აქვს, რაც მას პრეზიდენტობამდე ჰქონდა.

როგორც ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, რისთვისაც სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს, განსაკუთრებით იმ ხალხმა, ვინც მეორე ტურში მივიდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნებულიყო, „სალომე ზურაბიშვილმა გადაასხა ცივი წყალი“.

„დღეს, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა ყველა იმ საკითხის „გამპრავებლად“, რაც ეხება ადეიშვილის მოსამართლეების უზენაესის სასამართლოში გადაბარებას, ეგუება კორუფციას, ეგუება სახელმწიფო ინსტიტუტების ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებას. მე მაქვს მასთან კითხვები იმ ფასეულობებიდან გამომდინარე, რასაც ეს ადამიანი ამბობდა, რომ ამ ფასეულობებს წარმოადგენდა. გამოჩნდა, რომ პრეზიდენტობის მერე მისი სახეცვლილება მოხდა. თუ მექნება გამოსვლის საშუალება, ამ საკითხებზე ვისაუბრებ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს